იოსებ ხახალეიშვილმა ჭავჭავაძის ქუჩაზე, დიდ სავაჭრო ობიექტებში დასაქმებულებს საარჩევნო პროგრამა გააცნო
ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის მერობის კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა საარჩევნო ფორმატში საკუთარი პროგრამა ჭავჭავაძის ქუჩაზე განლაგებულ დიდ სავაჭრო ობიექტებში დასაქმებულ ადამიანებს გააცნო.
როგორც შეხვედრის შემდეგ მერობის კანდიდატმა აღნიშნა, ამ ქუჩას და მასზე განთავსებულ ობიექტებს დიდი ისტორია აქვს, 1990-იანი წლებიდან მოყოლებული აქ ხდებოდა ქუთაისში საბაზრო ეკონომიკის განვითარება.
"აქაურობა წლების განმავლობაში უბრალო, 10-დახლიანი ბაზრობიდან დიდ სავაჭრო ობიექტად გადაიქცა და ვრცელი ტერიტორია მოიცვა. ეს ადამიანებიც ამ ცვლილებების უშაუალო მონაწილები არიან. კარგად იციან ის პრობლემები თუ შენიშვნები რაც არსებობს. მე ვუთხარი მათ, რომ ჩემს გუნდთან ერთად ჩვენ მზად ვართ მოვისმინოთ, ეს პრობლემები გავიზიაროთ და დავეხმაროთ მათ მოგვარებაში. ეს არის კიდევ ჩემი საარჩევნო პროგრამის მთავარი პრიორიტეტი", - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
ავტორი: ნიუპრესი