ირაკლი მეზურნიშვილმა მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო(R)
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” კასპის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ირაკლი მეზურნიშვილმა, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობასთან აქტიური შეხვედრები დაიწყო.
იგი სოფელ მეტეხის, ხანდაკის, გომისა და ნიაბის მაცხოვრებლებს ესტუმრა. საუბარი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
მაჟორიტარობის კანდიდატმა მიმდინარე პრობლემების, მათი გადაჭრის გზებისა და საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებების შესახებ ისაუბრა. მათ შორის, ახალგაზრდების დასაქმების აქტიური პოლიტიკის გატარება, საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება, სოფლის მეურნეობის, კულტურისა და ხელოვნების განვითარება. „მნიშვნელოვანია, სწრაფი ნაბიჯები წინ, რადგან თითოეულმა მოქალაქემ იგრძნოს ეკონომიკური კეთილდღეობა და მე ამ ყველაფერს გავაკეთებ ახალი ძალით, ენერგიით და თქვენთან ერთად, ერთი სულისკვეთებით“,-განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა.
ავტორი: ნიუპრესი