კახა კახიშვილი ვენაში ავსტრიის იუსტიციის მინისტრს ხვდება
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი ოფიციალური ვიზიტით ავსტრიის რესპუბლიკაში გაემგზავრა. მინისტრი ვენაში ავსტრიის რესპუბლიკის ვიცე-კანცლერს, იუსტიციის ფედერალურ მინისტრ ვოლფგანგ ბრანდშტეტერს და სამინისტროს დელეგაციას შეხვდება. მხარეები უწყებებს შორის თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ.
დაგეგმილია ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმება, რომელსაც ხელს კახა კახიშვილი და ვოლფგანგ ბრანდშტეტერი მოაწერენ. დოკუმენტი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს და ავსტრიის იუსტიციის ფედერალურ სამინისტროს შორის სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სფეროში თანამშრომლობის განვითარებასა და მყარი პარტნიორობის ჩამოყალიბებას ითვალისწინებს. უწყებები პენიტენციური სისტემის ეფექტური მართვის, უსაფრთხოების, ადამიანის უფლებების დაცვის, პენიტენციური ჯანდაცვის, მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის, თანამშრომელთა პროფესიული შესაძლებლობების გაზრდისა და სხვა მიმართულებებით ითანამშრომლებენ.
ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი ვენის ზიმერინგის სასჯელაღსრულების დაწესებულებასაც ეწვევა.
ავტორი: ნიუპრესი