|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ლელომ” ქუთაისში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ანა ნაცვლიშვილი წარადგინა

ლელომ” ქუთაისს საარჩევნო პროგრამა წარუდგინა.  პარტიის ლიდერებმა მხარდამჭერებს საარჩევნო პროგრამა გააცნეს და ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ანა ნაცვლიშვილი წარუდგინეს.

ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, ერთადერთი პოლიტიკური პარტია, რომელიც მოსახლეობას გვერდით დაუდგება, “ლელოა”. 

“ყოველდღე ვხვდები მოსახლეობას და მოქალაქეებიც სულ უფრო მეტად აფიქსირებენ თავის მხარდაჭერას “ლელოს” მიმართ, რადგან ხვდებიან, რომ ერთადერთი პოლიტიკური პარტია, რომელიც მოსახლეობას გვერდით დაუდგება, “ლელოა”. ჩვენმა გუნდმა ნამდვილად შემოიტანა პოლიტიკაში ახალი სტანდარტი, როდესაც მოსახლეობას დაუბრუნა იმედი. პარტიას ჰყავს ცოდნაზე, კომპეტენციაზე, გამოცდილებაზე და ქვეყნის სიყვარულზე დაფუძნებული გუნდი.  ეს გუნდი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ დავამარცხოთ სიღარიბე და შევაჩეროთ ის პროცესები, რომელმაც ჩიხში შეიყვანა საქართველო; შევქმნათ ჯანდაცვის განათლების და მართლმსაჯულების სისტემა, რომელიც გააძლიერებს ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს,” - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა