|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მერის მრჩევლის ორტომეულის დასაბეჭდად ქუთაისის მერია 10 000 ლარს იხდის

ქუთაისის მერიამ ორტომეულის დასაბეჭდად 10 000 ლარი გამოყო. მერიამ ტენდერი მერის მრჩევლის, მწერლისა  და საპატიო ქუთაისელის თემურ ლანჩავას ორტომეულის დასაბეჭდად გამოაცხადა.

მიმწოდებელი ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებიდან 45 დღეში დაბეჭდოს მაღალპოლიგრაფიული წიგნები. თითო წიგნი 300 ეგზემპლარად დაიბეჭდება.  მათი სახელწოდებებია: „ერთტომეული პოეზია“  და „ერთტომეული პროზა“. ორივე წიგნში უნდა განთავსდეს ქუთისის მუნიციპალიტეტის ლოგო და წარწერა: „ბეჭდვა დაფინანსებულია ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ“.

თემურ ლანჩავა მერის მრჩევლად გასულ წელს დაინიშნა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა