|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მერობის კანდიდატი, კობა ლურსმანაშვილი ახალგაზრდებს ნუნისში, ღია სივრცეში შეხვდა

,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ხარაგაულის მერობის კანდიდატი, კობა ლურსმანაშვილი წინასაარჩევნო ფორმატში  ახალგაზრდებს შეხვდა.

შეხვედრა  ნუნისშიბალნეოლოგიური კურორტის ღია სივრცეში  შედგა.

,,ამაყი ვარრომ ხარაგაულს ჰყავს განათლებული და დიდი შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდებიჩვენ ვაფასებთ ახალგაზრდულ ენერგიას და შემართებას და მოწოდებულები ვართ მათი შესაძლებლობები ვაქციოთ ხარაგაულის და ჩვენი ქვეყნის ძალად. მხარს  ვუჭერთ თითოეული მათგანის პიროვნულ განვითარებას, რასაც სჭირდება მუდმივი შრომა და მე ვიცი მათ იციან ამ შრომის ფასი“, - განაცხადა კობა ლურსმანაშვილმა.

მერობის კანდიდატმა ახალგაზრდებთან ერთად განიხილა ის გამოწვევები, რომელიც ხარაგაულის წინაშე დგას და მათ იმ მასშტაბურ პროექტებზე ესაუბრა, რომელიც  ხარაგაულში აქტიურად მიმდინარეობს.

შეხვედრაზე კობა ლურსმანაშვილმა აღნიშნა, რომ მან ყველა მნიშვნელოვანი საფეხური გაიარა დაწყებული საკრებულოდან - პარლამენტის წევრამდე და რომ მისი, როგორც პოლიტიკოსის ამბიციები დაკმაყოფილებულია. 

კობა ლურსმანაშვილი: ,, როდესაც მთხოვეს ისევ გამეგრძელებინა საქმიანობა მერის პოზიციაზე, უარი არ ვთქვი მხოლოდ ერთი მიზეზით, რადგან ჩავთვალე , რომ  გარკვეულწილად ეს შესაძლებლობა გაჩნდა არა ჩემთვის , არამედ ახალგაზრდებისთვის. მე კიდევ უფრო ფართოდ გავაღებ კარს მათთვის, რადგან  ჩემი პოლიტიკური ამბიციები ნამდვილად დაკმაყოფილებულია.

ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს მერობის კანდიდატი თვლის ,რომ მომავალი სწორედ ახალგაზრდებისაა და სამომავლოდ სწორედ მათთან ერთად აპირებს მუშაობის გაგრძელებას.

,,ხარაგაულის ადგილობრივ ხელისუფლებაში ჩვენ გვყავს, ახალგაზრდები, რომლებმაც  სულ დაბალი საფეხურიდან დაიწყეს მერიაში საქმიანობა და დღეს კვალიფიციური მოხელეები არიან. ჩვენ გვჭირდება  განათლებული,თავის საქმეზე შეყვარებული, პროფესიონალი ადამიანები

ნუ ვიქნებით გაღმაგამოღმა მხარე , ვიყოთ ერთად, რადგან თითოეული თქვენთაგანისგან შედგება  ჩვენი ქვეყანა და სწორედ ერთიანობაში არის ძალა. ყოველგვარი საარჩევნო ინტერესის მიღმა ვარ თქვენი მეგობარი და ადამიანი, რომელსაც სურს განავითაროს ხარაგაული.მიხარიხართ და მეამაყებით “, - მიმართა კობა ლურსმანაშვილმა ახალგაზრდებს. 

ავტორი: ნიუპრესი