"ნაციონალები" – კოპალიანს ეყოს ვაჟკაცობა და აგვიხსნას რატომ გადადგა მერობიდან
ქუთაისი საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე, რომელიც ამ წუთებში მიმდინარეობს,
"ნაციონალმა" დეპუტატებმა დიმიტრი კოპალიანის მიერ ახსნა–განმარტების გაკეთება მოითხოვეს. ისინი ქუთაისის უკვე ყოფილი მერისგან, თანამდებობიდან გადადგომის მიზეზების ახსნას ითხოვენ.
"კოპალიანს ეყოს ვაჟკაცობა და აგვიხსნას თუ რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება," – განაცხადა საკრებულოს სხდომაზე "ნაციონალმა" დეპუტატმა, დავით გოგისვანიძემ.
შეგახსენებთ, რომ დიმიტრი კოპალიანი, თანამდებობიდან 2 დღის წინ გადადგა.
ქუთაისის მერის მიერ დაწრილი განცხადება თანადებობიდან გადადგომის თაობაზე დღეს newpress.ge-მ გაავრცელა.
ავტორი: თეკლა მორგოშია
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა