ქუთაისის საკრებულოში მერის მოვალეობის შემსრულებლის ვინაობაზე მსჯელობენ
ქუთაისის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე, საკრებულოს თავმჯდომარემ კოლეგებს ქუთაისის ყოფილი მერის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
"ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და დღეიდან დაიწყება იმაზე მსჯელობა, ოთხი ვიცე–მერიდან ვინ შეასრულებს მერის მოვალეობას," – აცახადებს საკრებულოს თამჯდომარე, თამაზ მარგველაშვილი.
საკრებულოს სხდომაზე "ნაციონალმა" დეპუტატებმა საკითხი დასვეს, რომ დიმიტრი კოპალიანის ხელმოწერის საფუძველზე მერიიდან თანამშრომელთა გათავისუფლების გამო, მხოლოდ ყოფილი მერის ბრალეულობის საკითხი არ უნდა დადგეს.
"ამაზე პასუხისმგებლობა კოპალიანთან ერთად, საკრებულოს მთელ უმრავლესობას ეკისრება," – აცხადებენ "ნაციონალი" დეპუტატები.
ავტორი: თეკლა მორგოშია
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა