|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იმერეთის გუბერნატორი – ქუთაისის ყოფილი მერის გადაწყვეტილება ისეთივე არანორმალური იყო, როგორც მისი დანიშვნა

იმერეთის გუბერნატორი, ვახტანგ ბალავაძე ქუთაისში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს უარყოფითად აფასებს და ამბობს, რომ მიმდინარე მოვლენები სამარცხვინოა.

გუბერნატორის განმარტებით, ქუთაისი ბევრმა საჯილდაო და საბურთაო ქვად აქცია.
"ყველამ უნდა იცოდეს, რომ ქუთაისი არავის საკუთრება არ არის. ეს არის ქალაქი, სადაც პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე უნდა ხდებოდეს," – ამბობს newpress.ge-სთან საუბარში ვახტანგ ბალავაძე.
იმერეთის გუბერნატორი მიიჩნევს, რომ ქალაქის ყოფილი მერის, დიმიტრი კოპალიანის გადაწყვეტილება არანორმალური იყო იმის გათვალისწინებით, რომ კოპალიანის შერჩევა მერის შესარჩევი საკონკურსო–საატესტაციო კომისიის მიერ მოხდა, რომელიც პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისგან არის დაკომლექტებული.
"როცა მერის შერჩევა ხდება კომისიის მიერ, ამ კომისიაში რატომ არ უნდა მონაწილეობდეს სხვადასხვა აქტიური არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. იგივე, "ბაღის კიდის" და "საზოგადოება ქუთაისელის" წარმომადგენლები, მაგრამ ეს ყველაფერი კონკრეტულ პოლიტიკურ ჯგუფს კონკრეტული მიზნისათვის ჭირდებოდა," – აღნიშნავს ბალავაძე.
იმერეთის გუბერნატორი ადგილობრივ თვითმმართველობაში მიმდინარე პროცესებზე პასუხისმგებლობას საკრებულოს უმრავლესობას აკისრებს.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისის ყოფილმა მერმა, დიმიტრი კოპალიანმა თანამდებობიდან წასვლის განცხადებით მიმდინარე წლის 11 სექტემბერს საკრებულოს თავმჯდომარეს მიმართა.  

ავტორი: თეკლა მორგოშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა