|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში მომავალ წელს ახალი საცურაო აუზი აშენდება

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტოს წარმოამდგენლები ქუთაისში მოქმედ სპორტულ დაწესებულებათა ხელმძღვანელებს შეხვდნენ.

სამინისტროს წარმომადგენლებმა ქუთაისში სპორტულ დაწესებულებათა ბაზებისა და სკოლების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის გეგმა გააცნეს, რომელსაც სამინისტრო 2014 წლიდან აპირებს.

"საქართველოში საერთაშორისო სტანდარტებს არც ერთი სპორტული დარბაზი არ შეესაბამება, მათ შორის თბილისის სპორტის სასახლეც," – აცხადებს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე, თამაზ თევზაძე.

მინისტრის მოადგილის თქმით,  ქუთაისში ახალი საცურაო აუზის მოწყობა იგეგმება.

თუმცა, როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ, ჯერჯერობით, გადაწყვეტილი არაა თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე აუზის რეაბილიტაცია მოხდება თუ ახალი აშენდება.

"თუკი ახალი აუზი აშენდება, სავარაუდოდ, მე–15 სკოლის ეზოში მოხდება მშენებლობის დაწყება," – აცხადებს ქუთაისის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსის ხელმძღვანელი, ვანო ბუხაიძე.

ქუთაისში საცურაო აუზის მშენებლობა 2014  წლიდან დაიწყება. 

ავტორი: დეა მანაგაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა