მომავალი წლიდან ქუთაისი–ალპანის გზის აღდენა იგეგმება
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში რაჭა – ლეჩხუმთან დამაკავშირბელი, ქუთაისი– ალპანის მაგისტრალური გზის აღდგენა იგეგმება.
აღნიშნული მაგისტრალური გზის რეაბილიტაციის შემდეგ, ქუთაისიდან რაჭა–ლეჩხუმის სოფლებში მოხვედრა, ერთ საათში იქნება შესაძლებელი.
როგორც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, შოთა მურღულია ამბობს, ქუთაისი–ალპანის ცენტრალური მაგისტრალი წლების მანძილზე ამორტიზებულია. რაც რაჭა–ლეჩხუმში მცხოვრებელებს გადაადგილების პრობლემებს უქნით.
"მიუხედავად იმისა, რომ ამ გზებზე ნამოხვან ჰესის კასკადის შენებლობა იგეგმება, ჩვენ მაინც დავიწყებთ ალპანის გზის შეკეთებას. რეაბილიტაციის თაობაზე უკვე პროექტირებას ვიწყებთ და ვფიქრობთ, სამუშაოები ეტაპობრივად განხორციელდება. ისე, რომ თუ ჰესის მშენებლობა დაიწყება ამ პროცესს ხელი არ შეეშალოს," – ამბობს შოთა მურღულია.
რაჭა–ლეჩხუმში არსებულ სოფლებში მისასვლელი გზა რამდენიმე
ათეული წელია რაც ამორტიზებულია. რის გამოც, რაჭა – ლეჩხუმში მცხოვრებლებს, სახლში მოსახვედრად, შემოვლითი გზით სარგებლობა
უწევთ.
"ქუთაისიდან რაჭაში, სოფელში, რომ ჩავიდე, ამისთვის სულ მცირე სამი საათი მჭირდება. რადგან ალპანის გზით ვერ ვსარგებლობ და ტყიბულიდან, შემოვლითი გზით სიარული მიწევს. ამ გზის გავლა კი თითქმის ყოველ მეორე დღეს მიწევს. კარგი იქნება ამდენი წლის მერე თუ ალპანი–ქუთაისის გზას აღადგენენ და მოსახლეობას გადაადგილების პრობლემებს მოუხსნინ," – ამბობს ქუთაისში მცხოვრები ვალერი ბოჭორიშვილი.
როგორც საქართველოს რეგიონული განვითერბისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში განმარტავენ, ქუთაისი–ალპანის გზის მშენებლობის შესახებ პროექტირება, 2013 წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს. ხოლო რეაბილიტაციისთვის საჭირო თანხები 2014 წლის ბიუჯეტში უნდა ჩაიდოს.
ავტორი: ანა ჯანაშია