ქუთაისის აეროპორტიდან ახალი რეისები ვილნიუსის და ლვოვის მიმართულებით შესრულდება
ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან ახალი ავიარეისები ქ. ვილნიუსის და ქ. ლვოვის მიმართულებებით შესრულდება. ახალ ავიარეისებზე ბილეთის შეძენა 30 ევროდან არის შესაძლებელი.
"ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უმსხვილესი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია “WIZZ AIR”ის გადაწყვეტილებით მარტიდან ავიაკომპანია ახალ ავიარეისებს ვილნიუსის და ლვოვის მიმართულებით, კვირაში ორჯერ შეასრულებს. ავიაკომპანია “WIZZ AIR“-ი წარმოადგენს დაბალბიუჯეტიან კომპანიას, რომელიც საშუალებას აძლევს მგზავრებს გადაადგილდნენ სხვადასხვა მიმართულებებით დაბალ ფასად," – აცხადებენ საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში.
მათივე ინფორმაციით, ნოემბრიდან ფრენების სიხშირე გაიზრდება დონეცკისა და ხარკოვის მიმართულებით. "აღნიშნილ ეტაპზე ქუთაისის აეროპორტიდან დონეცკისა და ხარკოვის მიმართულებით ფრენები კვირაში ორჯერ ხორციელდება, ხოლო მოთხოვნის შესაბამისად ნოემბრიდან გაიზრდება ფრენების სიხშირე და რეისები კვირაში 3-ჯერ შესრულდება," – აცხადებენ საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში. მათივე თქმით, ახალი რეისები ხელს შეუწყობს მგზავრთ ნაკადის ზრდას და ტურისტთა ახალი ნაკადის შემოსვლას საქართველოში.
ბილეთის შეძენა შესაძლებელია როგორც ელექტრონულად www.wizzair.com ; ასევე ცხელ ხაზზე ტელ: 0431 23 70 00
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა