გოგა ხაჩიძემ მერაბიშვილის პროცესი დატოვა – პროკურორები მოწყენილი სახეებით სხედან და კარგი დასანახები არ არიან
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე ყოფილი პრემის მინისტრის ვანო მერაბიშვილის პროცესი საპარამენტო უცმცირესობის წევრმა, გოგა ხაჩიძემ დატოვა. სასამართლო დარბაზიდან მისი გამოსვლის მიზეზი, მოსამართლის გადაწყვეტილება გახდა, რომლის მიხედვითაც ფოტო გადაღების უფლება მხოლოდ იმ პირებს აქვთ, რომელტაც ამის ტაობაზე ნებართვა წინასწარ, წერილობით ითხოვეს.
სასამართლო დარბაზიდან გამოსული ხაჩიძე აცხადებს, რომ პროცესზე საინტერესო არაფერი ხდება.
"ამხელა პროკურორები სხედან და მოწმეთა 4500 კაციან სიას მორიგეობით კითხულობენ. სევდის ჭაობია სასამართლო დარბაზში. მოწყენილი სახეებით სხედან პროკურორები დარბაზში და კარგი დასანახები არ არიან. არ უნდათ ეს სევდიანი სახეები საზოგადოებამ დაინახოს. ათასში ერთხელ სასაცილო სახელი და გვარი ამოხტება და ცოტას აცოცხლებს სიტუაციას," – აცხდებს გოგა ხაჩიძე.
ავტორი: დეა მანაგაძე
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა