იმერეთის გუბერნატორი ვანო მერაბიშვილის პროცესზე – ხელისუფლება პოლიტიკურ დევნას ახორციელებს
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ყოფილი პრემიერ მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ხმარდასაჭერად იმერეთის გუბერნატორი ვახტანგ ბალავაძე იმყოფება. ბალავაძის განცხადებით, ახალი არ არის, რომ ყოფილი პრემიერ მინისტრი, აფსურდული ბრალდებით არის დაკავებული.
მისი თქმით, ხელისუფლება პოლიტიკურ დევნას ახორციელებს და ამისათვის არაერთ უკანონო ხერხს მიმართავს.
"მთავარი ოპოზიციური ძალის წარმომადგენელი დაკავებულია იმის გამო, რომ სამუშაო ადგილების შექმნას და ადამიანების დასაქმებას ცდილობდა," – აცხადებს ვახტანგ ბალავაძე.
ბალავაძე ხელისუფლებას ურჩევს, იმ დანაპირების ასრულებისთვის იზრუნოს, რასაც არჩევნებამდე გასცემდნენ.
"ხალხს ხმა არ მიუცია იმისათვის, რომ პოლიტიკური ოპონენტები დაიჭირონ. უმჯობესია, ამოიღონ ჯანდაცვის სამინისტროში დაცული ბაზები და იქ შეყვანილი ადამიანები დაასაქმონ," – აცხადებს ვახტაგ ბალავაძე.
შეგახსენებთ, რომ ვანო მერაბიშვილისა და ყოფილი ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის წინასასანართლო სხდომა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში დღეს 12 საათზე განახლდა. პროცესი ამ დრომდე მიმდინარეობს, სადაც მოწმეთა სიის წაკითხვა გრძელდება.
ავტორი: დეა მანაგაძე
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა