გურამ ჩალაგაშვილი სემეკის ახალ თავმჯდომარეზე - ყველაფერი ისე არის, როგორც მე მსურდა
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნულ კომისიას ახალი თავმჯდომარე ჰყავს.
კომისიის ახალი თავმჯდომარე ირინა მილორავაა.
ირინა მილორავა, დღეს კომისიის ყოფილმა თავმჯდომარემ გურამ ჩალაგაშვილმა წარადგინა და აღნიშნა, რომ თანამდებობა ღირსეულ კანდიდატს გადაულოცა.
"ყველაფერი ისე არის, როგორც მე მსურდა. კომისიის ახალი თავმჯდმარის კანდიდატურა სწორად იქნა შერჩეული. თანამდებობა ღირეულ კანდიდატს ჩავაბარე და დარწმუნებული ვარ ის საქმეს თავს კარგად გაართმევს" - განაცხადა სემეკის ყოფილმა თავმჯდომარემ გურამ ჩალაგაშვილმა.
როგორც სემეკის ახალი თავმჯდომარე ირინა მილორავა განმარტავს, ახალი თანამდებობა მისთვის დიდი პასუხისმგებლბაა.
"ტარიფების რეგულირებას, ლიცენზიებს და სხვა ფუნქციებს, რომელსაც სემეკი ხელმძღვანელობს ქვეყნისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. ამიტომ დიდი პასუხისმგებლობა დამეკისრა. დღეს გავეცანი კოლექტივს და ძალიან კმაყოფილი ვარ,"- ამბობს ირინა მილორავა.
ავტორი: ანა ჯანაშია
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა