ვანო მერაბიშვილი დასაკითხ მოწმეთა რაოდენობის შემცირებას ითხოვს
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერ მინისტრის, ვანო მერაბიშვილისა და ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ჭიაბერაშვლის პროცესი განახლდა.
ვანო მერაბიშვილის განცხადებით, პროკურატურამ გამოიჩინოს კეთილი ნება და უნდა შეამციროს დასაკითხ პირთა რაოდენობა. "რადგან ეს არ არის ალოგიკური. საშუალოდ დღეში 6-7 მოწმის დაკითხვა არის შესაძლებელი. ამდენი მოწმის დაკითხვას კი წლები მოვუნდებით. არ აწყობთ, რომ არჩევნების წინ მე ვიყო თავისუფალი, რადგან ქვეყანა არის აგონიაში. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, რომ შეამციროთ დასაკით მომწეთა სია და რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს სასამართლო პროცესი," – განაცხადა მერაბიშვილმა.
მერაბიშვილის გარდა, დასაკითხ პირთა სიის შემცირება მოითხოვა ადვოკატმა. "მოწმეთა უდიდესი ნაწილი საერთოდ არ ადასტურებს თავიანთ ჩვენებას. ამიტომ ჯობია, ეს შოუ დაამთავროთ და საქმეზე გადავიდეთ. პროკურატურა ცდილობს ამდენი მოწმის დაკითხვით მოხსნას რეკორდი. თუმცა, ამით ადამიანის უფლებათა კონვენციას არღვევს," – განაცხადა ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის საქმეზე ბრალდების მხარეს მომწეთა 4000 კაციანი სია აქვს. დღევანდელ წინასასამართლო პროცესზე აღნიშნული სიის ამოკითხვა დასრულდა.
ავტორი: თეკლა მორგოშია
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა