მერაბიშვილის საქმის პროკურორი – შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველს ვერ ვხედავ
ყოფილი პრემიერ მინისტრის, ვანო მერაბიშვილის საქმის პროკურორის, ნათია სონღულაშვილის განმარტებით, მერაბიშვილის შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველს ვერ ხედავენ. სონღულაშვილის განმარტებით, დაცვის მხარის განცხადება, თითქოსდა მომწეთა დიდი რაოდენობით სასამართლოს სურს პროცესის გაჭიანურება აფსურდულია.
"სასამართლო პროცესი სამ თვეში უნდა დასრულდეს"-განაცხადა პროკურორმა.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, სასამართლო პროცესზე ვანო მერაბიშვილმა განცხადა, რომ პროკურატურამ უნდა გამოიჩინოს კეთილი ნება და შეამციროს დასაკითხ პირთა რაოდენობა.
ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის საქმეზე ბრალდების მხარეს მომწეთა 4000 კაციანი სია აქვს. დღევანდელ წინასასამართლო პროცესზე აღნიშნული სიის ამოკითხვა დასრულდა.
ავტორი: თეკლა მორგოშია
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა