ზურაბ ჭიაბერაშვილი ხელისუფლებას – "ნაციონალური მოძრაობის" დასამარება არ გამოგივათ
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ვანო მერაბიშვილი საქმეზე მიმდინარე პროცესზე ყოფილმა ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა სასამართლოს სიტყვით მიმართა. ჭიაბერაშვილის თქმით, ყოფილი პრემიერ–მინისტრის დაპატიმრებით ხელისუფლებას "ნაციონალური მოძრაობის" ლიკვიდაცია სურს, რასაც მთავრობა, დიდი მცდელობის მიუხედავად, ვერ განახორციელებს.
"თუკი ვანო მერაბიშვილის პატიმრობით გინდთ "ნაციონალური მოძრაობის" დასამარება, ეს ნამდვილად არ გამოგივათ და ამით შეგვიძლია დავასრულოთ დღევანდელი სასამართლო სხდომა," – განაცხადა სასამართლო პროცესზე ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
ამ დროისათვის სასამართლოზე, ბრალდების მხარემ დაასრულა მოწმის სტატუსის მქონე 4000–მდე ადამიანის სიის წაკითხვა და უკვე დაცვის მხარის მიერ დაყენებული შუამდგომლობების გადახედვა მიმდინარეობს.
ავტორი: თეკლა მორგოშია
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა