|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მერაბიშვილის საქმის პროკურორი – დაცვის მხარემ 5 ყოფილი მინისტრის დაკითხვის ოქმები არ მოგვაწოდა

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის და "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის, ვანო მერაბიშვილის პროცესი ამ დრომდე მიდინარეობს.

სასამართლოზე დაცვის მხარესთან ერთად, შუამდგომლობა პროკურატურამაც დააყენა. პროკურატურის მიერ დაყენებული შუამდგომლობა დაცვის მხარის მიერ ინფორმაციის არასრულად მიწოდებას ეხება.
"დაცვის მხარემ სრულად არ მოგვაწოდა ინფორმაცია მათ მიერ 5 ადამიანის დაკითხვის შესახებ. ესენი არიან ყოფილი მინისტრები - ალექსანდრე ხეთაგური, დავით ტყეშელაშვილი, ვახტანგ ბალავაძე, ეკა ტყეშელაშვილი და ლადო ვარძელაშვილი. დაცვის მხარეს მათი დაკითხვის ოქმები მიმდინარე წლის 12 სექტემბრის სხდომაზე უნდა წარედგინათ. დანარჩენი მოწმეების დაკითხვის ოქმები მოგვაწოდეს ამ 5 ადამიანის გარდა. მინდა ვიფიქრო, რომ ისინი გამორჩათ," – განაცხადა პროკურორმა ნათია სოლღულაშვილმა newpress.ge-სთან საუბრისას. 
როგორც ნათია სონღულაშვილი განმარტავს, ბრალდებისა და დაცვის მხარეს შორის ინფრომაციის გაცვლა–გამოცვლა სისხლის სამართლის კოდექსით სავალდებულოა.    

ავტორი: თეკლა მორგოშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა