|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში პარლამენტთან სასტუმრო შენდება

ქუთაისში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე 20-სართულიანი, მაღალი კლასის სასტუმრო უნდა აშენდეს. თუმცა სასტუმროს მშენებლობის კონკრეტული ვადები და დამატებითი ინფორმაცია ამ ეტაპზე ცნობილი არ არის.

სასტუმრო პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე,  14-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის გვერდით აშენდება. აღნიშნულ ადგილას მიტოვებული საცხოვრებელი კორპუსი იყო განთავსებული, რომლის დემონტაჟიც გასულ წელს განხორციელდა. სასტუმროს მშენებლობას კომპანია „შიტრიტ ჯგუფი“ უზრუნველყოფს. ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, მათთვის ცნობილია, რომ სასტუმრო მთლიანად მინის გამჭვირვალე კონსტრუქციის იქნება.

„ძველი შენობა რომ დაანგრიეს, შემდეგ არავინ მოსულა. ტერიტორია ნაგვითა და კანალიზაციითაა სავსე.  ამ ზაფხულში ეს  თუ ეს ასე დარჩა, აქაურობა აყროლდება. რაც მალე მიხედავენ, უკეთესია,“ -ამბობს მოსახლეობა.

„ჩვენმა კომპანიამ შეიძინა ეს ტერიტორია. აქ მაღალი კლასის სასტუმრო განთავსდება, არანაკლებ 20 სართულისა, რომელიც ნებისმიერ სტუმარს მოემსახურება. ამ ეტაპზე დაგეგმარება და პროექტის შემუშავება მიმდინარეობს. დამატებითი დეტალები 1 თვეში გახდება ცნობილი,“ - ამბობს „შიტრიტ ჯგუფის“  წარმომადგენელი ნატო კვანტალიანი.

აღნიშნული კომპანია ქუთაისში კიდევ რამდენიმე ობიექტს ფლობს. ერთ-ერთი მათგანი ქალაქის ცენტრში,  ვარლამიშვილის მოედანთამ მდებარე  სახანძროს ყოფილი შენობაა, სადაც ამჟამად, სასტუმროს მშენებლობა მიმდინარეობს. გარდა ამისა, ქუთაისში, კომპანიის საკუთრებაშია ქალაქის ისტრიულ უბანში განთავსებული ყოფილი #1 პოლიკლინიკის შენობაც, სადაც ასევე, სასტუმრო უნდა განთავსდეს.

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა