გაიმართება თუ არა აღლუმი ქუთაისში?
მიმდინარე წლის 26 მაისს,
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმი შესაძლოა ქუთაისში
გაიმართოს. თუმცა, ქალაქში დაგეგმილ
აღლუმის სამზადისში ადგილობრივი
თვითმმართველობის როლი ამ დრომდე უცნობია.
26 მაისისათვის ჩასატარებელი
აღლუმის პროგრამის შემუშავებასა და
დეტალების დაზუსტებაზე თავდაცვის სამინისტო მუშაობს. ადგილობრივ
ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ისინი 2 მაისისთვის, ქუთაისობის დღესასწაულისათვის
მზადების პროცესში არიან ჩართული. აღლუმის სამზადისში კი თავდაცვის სამინისტროს
მხრიდან მომართვის შემთხვევაში ჩაერთვებიან.
„ადგილობრივი
თვითმმართველობის როლი აღლუმთან
დაკავშირებით მინიმალური იქნება,“ - ამბობს ქუთაისის მერიის მთავარი სპეციალისტი პრესასთან და საზოგადოებასთან
ურთიერთობის საკითხებში ქეთი დეისაძე.
„აღლუმის
ჩატარება ადგილობრივ დონეზე არ წყდება. 26 მაისამდე წინ 2 მაისი გვაქვს და ჩვენ,
მთელი ჩვენი რესურსით მთლიანად გადართული ვართ 2 მაისის სამზადისზე. თუ თავდაცვის სამინისტროდან გვეტყვიან, აღლუმის
სამზადისში დავეხმარებით, მაგრამ ჯერ მსგავსი
შეთავაზება არ ყოფილა,“ -ამბობს იმერეთის სამხარეო
ადმინისტრაციის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ზეინაბ ხაჩიძე.
26 მაისს, სამხედრო აღლუმთან ერთად,
უკვე გარკვეულია, რომ ქუთაისში პარლამენტის ბოლო სხდომც უნდა გაიმართოს. ამისთვის ქუთაისში
მშენებარე საკანონმდებლო ორგანოში სხდომათა დარბაზის მოწყობა მომდინარეობს.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე