|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სააღდგომოდ გაცემული პრემიები ქუთაისის მერიაში

ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობაში საჯარო პირებზე სააღდგომო საჩუქრებად ფულადი პრემიები დაირიგეს. პრემიებისთვის თანხა  ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო და მან ნახევარ მილიონ ლარზე მეტი შეადგინა. სააღდგომოდ პრემიები (753 ათას 420 ლარი)  ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის, მიმდინრე წლის 3 აპრილის №356-ე ბრძანების საფუძველზე გაიცა.  

სადღესასწაულო პრემიები ქუთაისის მერიიაში დასაქმებულ ყველა პირს ერგო. პრემიების მოცულობა თითოეული საჯარო მოხელის  ხელფასის ოდენობით განისაზღვრა. შესაბამისად, ადგილობრივ თვითმმართველობაში  პრემიები ასე გადანაწილდა: ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახური (სულ მუშაობს 120 ადამიანი) – 57 200 ლარი.  მერიის საფინანსო სამსახურში დასაქმებულ 23 ადამიანიზე გაიცა 11 410 ლარი. მერიის ეკონომიკური სამსახური (მუშაობს 10 ადამიანი)   -  5200 ლარი. მერიის ტრანსპორტის სამსახური –8 ადამიანზე გაიცა  4200 ლარი.  მერიის კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური, 19 თანამშრომელზე  - 9540 ლარი. მერიის ჯანმრთელობის დაცვის, სოციალურ საკითხთა და ლტოლვილთა სამსახური (მუშაობს 11 ადამიანი) – 5550 ლარი. მერიის  არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახური (23 ადამიანი) – 13400 ლარი. მერიის სამხედრო სამსახური (18 ადამიანი) – 9010 ლარი. მერიის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დასაქმებულ 120 ადამიანზე  გაიცა –  52250 ლარი. მერიის კეთილმოწყობის სამსახური (43 ადამიანი) – 20 130 ლარი. მერიის საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახური (12 ადამიანი)    6 040 ლარი. მერიის სახელმწიფო შესყიდვების სამსახური (8 ადამიანი)  -   4180 ლარი. მერიის ტერიტორიულ ორგანოებში (სულ არის 12 მართვის ტერიტორიული ორგანო) დასაქმებული 125 ადამიანზე გაიცა პრემია  253 420 ლარის ოდენობით.

ავტორი: თეკლა მორგოშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა