რეაბილიტაციის შედეგად სარდაფად ქცული სახლი
ქუთაისში, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მდებარე შენობების
ფასადების მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები
დარღვევებით მიმდინარეობს. დარღვევა თამარ მეფის გამზირის №3-ში მდებარე კორპუსის
გვერდით ხედზე (თბილისის ქუჩის №2-ზე)
მდებარე კერძო სახლში დაფიქსირდა. ამის შესახებ ადგილობრივი მცხოვრები ზინაიდა
პაპავა აცხადებს. ადგილობრივმა მცხოვრებმა საკუთარ სახლში დაფიქსირებული
ხარვეზების გამოსასწორებლად „ახალი გაზეთის“ რედაქციას მომართა.
„მიმდინარე
სარეაბილიტაციო სამუშაოებმა ჩემი სახლი შეცვალა და სარდაფად აქცია. ტროტუარი აამაღლეს და სახლი საგრძნობლად
ჩავარდა. ყველაზე მთავარი პრობლემა და დარღვევა ის არის რომ, ფანჯრები გამოცვალეს
და ახლები არაფრად ვარგა. ძველ ფანჯრებთან
შედარებით, ახლები სიგრძეში 30 სმ-ით
დაპატარავებულია. გარდა ამისა, გაბზარულიც არის“, - ამბობს ზინაიდა პაპავა. როგორც პაპავა აცხადებს, არსებულ პრობლემასთან დაკავშირებით
ქალაქის მერს წერილობით მიმდინარე წლის 19
აპრილს მიმართა. „თუმცა ამას არანაირი
რეაგირება არ მოჰყოლია“, - აღნიშნავს ადგილობრივი მცხოვრები. როგორც პაპავა
ამბობს, გასულ კვირასვე ქალაქის
არქიტექტურს სამსახურში რეაბილიტაციის პროექტის
გადახედვა მოითხოვა. „პროექტში
შენარჩუნებულია ფანჯრის ძველი ზომა. ეს ერთი ნახვითაც ჩანს“, - ამბობს ზინაიდა პაპავა. თუმცა. როგორც ის იხსენებს,
არქტიქტურის სამსახურში უმტკიცებდნენ, რომ სახლში ფანჯრები პროექტით მიხედვით არის გაკეთებული,
ხოლო პროექტი ყოველგვარი სტანდარტის შესაბამისად არის შედგენილი.
„ახალი გაზეთი“ შეეცედა გაერეკვია რამდენად სამართლიანია ადგილობრივი მცხოვრების პრეტენზია და შენიშვნა?
არის თუ არა აღნიშნულ კერძო სახლში
სარეაბილიტაციო სამუშაოები პროექტის დაღრვევით
ჩატარეული? ამის გასაკრვევად ქალაქის არქიტექტურისა და კეთილმოწყობის სამსახურებს
მივმართეთ.
როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში
ირწმუნებიან, სარებილიტციო სამუშაოები პროექტის მიხედვით მიმდინარეობს. „ქალაქის ცენტრში მდებარე შენობების
სარეაბილიტაციო სამუშაოები პროექტის სრული დაცვით მიმდინარეობს. სხვანაირად თვითმმართველობა ობიექტებს არ ჩაიბარებს.
მიმდინარე სამუშაობს ყოველდღიურად ვათვალირებთ და არანაირი დარღვევა ან ხარვეზი არ
დაფქსირებულა. რაც შეეხება, ამ კონკრეტული სახლს, მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ
გამორიცხულია რაიმე სერიოზული ხარვეზი იყოს. ზოგადად კი რეაბილტაციის დროს,
შესაძლებელია უმნიშვნელო დეტალების დარღვევა
ან ცთომილება მოხდეს“, - განმარტა
სატელეფონო საუბრისას ქალაქის არქტიტექტურის სამსახურის უფროსმა ვასო მებურიშვილმა.
როგორც მებურიშვილი ამბობს, შენობებზე
რეაბილიტაციის დაწყებამდე
თვითმმართველობამ ადგილობრივ
მცხორებლებთან შეხვედრა გამარათა და რეაბილტაციის შემდეგ შენობების იერ-სახის
შეცვლა-გაახლების საკითხები შეათანხმა.
„მე
მაშინ თბილისში ვიყავი. დაგვირეკეს და
გვითხრეს რომ მხოლოდ ფასადებს გავლამაზებთო. ფანჯრების გამოსცვლას თუ
აპირებდნენ არ უთქვამთ, თორემ ჩამოვიდოდი.
თუ იმდენი თანხა არ ქონდათ რომ იგივე ზომის ფანჯარა ჩაესვათ, ჩემი ხარჯებით
გავაკეთბდი. ანდა იმდენი ვერ მოიფიქრეს რომ ტროტუარის ამარლება სახლს ჩააგდებდა?!, რამე სხვა მოეფიქრებიათ“, - ამბობს პაპავა.
„ახალი გაზეთის მიერ საკითხით დაინტერესების შემდეგ, როგორც
ირკვევა, ზემოთაღნიშნულ მისამართზე
არსებული ხარვეზის „გამოსასწორებლად“, ზინაიდა
პაპავას გუშინ ახალი ფანჯარა, უკვე გაზრდილი ზომებით, შესთავაზეს.
„მოიტანეს
და მითხრეს, ეს თუ მოგეწონებაო?. ფანჯრის სიგრძე მხოლოდ 5 სმ-ით იყო გაზრდილი და
სიგანეში იყო დაპატარავებული. არც ის მომეწონა. საკითხთან დაკავშირებით სასიკეთო რეაგირებას კიდევ ველოდები. იქნებ
როგორმე მოახერხონ და გამოცვალონ ეს საშინელი ფანჯარა“, -ამბობს ზინაიდა პაპავა.
შეგახსენებთ, რომ ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მდებარე შენობების
სარეაბილიტაციო სამუშაოები ცენტრალური მოედნის
რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში ხორციელდება, რომლისთვისაც 5 მლნ. ლარი დაიხარჯება. შენობების
ფასადების რეაბილტაციის გარდა, პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს ე.წ. კოლხური შადრევნის მშენებლობა, რომლის გახსნა 2
მაისობის დღესასწულზე იგეგმება.
ავტორი: თეკლა მორგოშია