|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ელექტროენერგიის დაზოგვაზე იზრუნებენ

„ეს არის ენერგოეფექტურობის ცენტრის „ინტერრაო ეეს-ის“ -სა და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლობის პირველი ნაბიჯები. საპილოტე პროექტის ფარგლებში ქუთაისში, აღმაშენებლის გამზირზე 20 სანათი წერტილი დამონტაჟდა, რომლებიც არსებულ ნათურებთან შედარებით ოთხჯერ ეკონომიურია,“  - აღნიშნა ქუთაისის მერმა გიორგი თევდორაძემ ქალაქის განათების სიტემის მოდერნიზაციის საპილოტე პროექტის პრეზენტაციისას.

გარე განათების სისტემის საპილოტე პროექტის პრეზენტაცია ქუთაისის მერიაში დღეს, „საქართველოს ენერგო ეფექტურობის“ კომპანიის, შპს „ინტერრაო ეეს-ის ენერგოეფექტურობის ცენტრის“, ს/ს თელასის წარმომადგენლების, ენერგეტიკისა და რეგიონული განვითარების სამინისტროების, ასევე, ქუთაისისა და ზუგდიდის მერიის წარმომადგენლების მონაწილეობით გაიმართა.   

ქალაქის ხელმძღვანელობის განმარტებით, ისინი ენერგოეფექტურობის ცენტრთან ერთად 6 თვის განმავლობაში მუშაობდნენ.
ქუთაისშ, აღმაშენებლის გამზირზე განხორციელებული  საპილოტე ვერსიის გამართლების შემთხვევაში, მომავალში  არსებული ნათურების შეცვლა ქალაქის სხვა ნაწილშიც მოხდება.

„არსებული სისტემით შეგვიძლია გავაკონტროლოთ მრიცხველის ჩვენებები და მრიცხველზე უნებართვო დაერთებები. იმის გაკონტროლებაც შეიძლება დაიწვა თუ არა ნათურა რომელიმე  წერტილში.  ეს ნათურები ბევრად უკეთესი ხარისხისაა, ვიდრე არსებული ნათურები. ეკოლოგიური თვალსაზრისითაც მისაღებია.  ჯერ უნდა ვნახოთ, რა შედეგს მოგტვცემს საპილოტე ვერსია და ამის შემდეგ გადაწყდება ქალაქის სხვა ქუჩებში რა სიხშირით მოხდება მათი დანერგვა,“- ამბობს ქალაქის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი ლევან ჭანჭალეიშვილი.  

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე