|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისი განახლებულ რუკებზე

ქუთაისი 2 მაისს განახლებული რუკებით ხვდება. ქალაქის რუკების პრეზენტაცია დღეს მერიის სხდომათა დარბაზში გაიმართა. დღეიდან ქალაქს 5 სახის რუკა აქვს: ქუთაისის სადემონსტრაციო რუკა, ტურისტული რუკა-ბუკლეტი, ქუთაისის ტერიოტრიული ზონირების რუკა, ქუთაისის მერიის ტერიტორიული  ორგანოების რუკა, ქალაქის გამოყენებისა  და განაშენიანების ზონირების რუკა.

რუკების  შემუშავება და დამზადება  კომპანია  „ჯეოლენდმა“  20 ათას ლარად უზრუნველყო. თანხები ქალაქის სტარტეგიული განვითარების პროგრამის ფარგლებში გამოიყო ადგილობრივი ბიუჯეტიდან. რუკების  შემუშავება და დამზადება 8 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.

„2 ათწლეულზე მეტია, რაც არ განახლებულა ქუთაისის რუკები. ბოლო წლების პერიოდში განხორცილებული ცვილელებების დატანა შესაბამისად არ ხდებოდა, ძველი რუკები ადეკვატურად ვეღარ ასახავდნენ ქალაქის დღევანდელობას. ეს კი პრობლემას ქმნიდა ტურისტებისთვის, ინვესტორებისთვის და  მთლიანად ქუთაისისთვის,“ – აღნიშნა ქუთაისის მერიის ეკონომისა და სტარტეგიული განვითარების სამსახურის უფროსმა მალხაზ ჭრელაშვილმა.

ქუთაისის ახალი რუკების პრეზენტაციას ადგილობრივი თვითმმართველობის წევრები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე დაგემილი იყო ეკონომიკის მინისტრის ვერა ქობალიას სტუმრობაც, თუმცა ქობალია შეხვედრას არ დასწრებია.

ავტორი: თეო ხარაბაძე