"ოპოზიციას საზოგადოება შეცდომაში შეყავს"- ქუთაისის მერიაში "ევროპული საქართველოს" ბრალდებას უარყოფენ
"ევროპული საქართველოს" ბრალდებას ქუთაისის მერიაში არ ადასტურებენ. მერიის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი ზვიად ჯავახია განმარტავს, რომ ოპოზიციას საზოგადოება შეცდომაში შეყავს, რადგან სახელმწიფო აუდიტი მერიაში არ ყოფილა და გაუგებარია. მისი თქმით, თვითმმართველობის სრულ ხარჯებზე ინფორმაციას მალე გაასაჯაროვებენ.
"აღნიშნულ თემასასთან დაკავშირებით, შიდა აუდიტის სამსახურში მიმდინარეობს მოკვლევა და უახლოეს მომავალში წარუდგენთ მოსახლეობას ინფორმაციას. ნამდვილად, მიუღებელია, დემაგოგია და ხალხის შეცდომაში შეყვანა იმ ადამიანებისგან, რომლებიც ხელისუფლებაში ყოფნის დროს სამჯერ მეტს ხარჯავდნენ ხელფასებსა და პრემიებზე და მაგათ დროს ყოველ მეორე თვეს გაიცემოდა პრემიები. ბოლო ორი წელი აუდიტი მერიაში არ ყოფილა და საიდანაა მოპოვებული ეს ინფორმაცია გაუგებარია,"-განაცხადა ზვიად ჯავახიამ.
მისი თქმით, მერიის სახელფასო ფონდი სამ ნახევარ მილიონს არ აღემატება, რაც შეეხება თვითმმართველობის მთლიან ხარჯებს, აიპებსა და შპს-ებს. ამ მიმართულებით მოკვლევის შედეგებს აუდიტის სამსახური საზოგადოებას მალე აცნობებს.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი