|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პარიზში თამარ მეფის სახელობის ტაძრის 10 წლის იუბილე აღნიშნეს [PHOTO/VIDEO]

     ტაძარი,  რომელიც პარიზის გარეუბანში, ვილნევ სენ ჟორჟში  2009 წელს გაიხსნა, დასავლეთ ევროპაში მცხოვრები ქართველების სულიერი და კულტურული ცენტრი გახდა. 

 ტაძარში მოღვაწე პირებმა 10 წლის განმავლობაში საფრანგეთის 12 სხვადასხვა დიდ ქალაქში სამრევლოები შექმნეს, სადაც ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი მამა ანტონი პერიოდულად ჩამოდის და ღვთისმსახურებას ასრულებს.

19 მაისს,  ტაძრის 10 წლის იუბილეზე, რომელსაც ასობით ქართველი ესწრებოდა, საზეიმო წირვა-ლოცვა მამა ანტონმა აღავლინა. მან  დალოცა მრევლი, ასევე ტაძრის ამგები ბიზნესმენი ბუბა ქებურია.

ქართველებმა მადლიერება გამოთქვეს, რომ უცხო მიწაზე საშუალება აქვთ მშობლიურ ენაზე ილოცონ და წირვას დაესწრონ.

ტაძრის იუბილეს აღსანიშნავად საღამოს კონცერტი ვარიეტეს თეატრში გაიმართა. კონცერტში ბუბა კიკაბიძე და ქართული ესტრადის სხვა წარმომადგენლები, ასევე სუხიშვილების ანსამბლის მოცეკვავეები მონაწილეობდნენ.

 

 

 

  

   

ავტორი: ეკა ლელაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა