|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პატრიარქმა მის მოსაყდრედ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო მუჯირი დაასახელა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიაქმა, ილია მეორემ მის მოსაყდრედ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო მუჯირი წარადგინა.

”სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრედ დადგენილია ყოვლადუსამღვდელოესობა მიტროპოლიტი სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო მუჯირი”, - ნათქვამია ილია მეორის ბრძანებაში, რომელიც მან ქაშუეთში, სადღესასწაულო  წირვის დაწყებამდე წაიკითხა.

მეუფე შიოს (ერისკაცობაში ელიზბარ თეიმურაზის ძე მუჯირი) განათლება მიღებული აქვს მოსკოვში. მიტროპოლიტს წმინდა ტიხონის ინსტიტუტი აქვს დამთავრებული.

საქართველოში დაბრუნების შემდეგ მეუფე შიო სასულიერო პირად აკურთხეს და წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში განამწესეს. მეუფე შიო მიტროპილიტად კურთხევამდე აღნიშნულ ტაძარში მსახურობდა.

მოსაყდრე იწვევს წმიდა სინოდის სხდომას, რომელზეც მღვდელმთავრებმა უნდა გამოირჩიოს ახალი პატრიარქი. მოსაყდრეს საკუთარი თავის საპატრიარქო კანდიდატად დაყენება შეუძლია. 

ავტორი: ნიუპრესი