|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს გერმანული გამოცდილება გააცნეს

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საზოგადოებრივ-პროფესიულ კოლეჯს „იბერია“, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებისა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები ესტუმრნენ. ისინი ტურიზმის სფეროში ჩართულ პირებს შეხვდნენ.

კოლეჯის ინიციატივითა და ორგანიზებით გამართულ შეხვედრაში იმ სასტუმროების წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა, რომლებიც იმერეთის რეგიონში საქმიანობენ.

 

 "ღონისძიების მიზანია ტურიზმის მიმართულებით გერმანული განათლების მოდელის დანერგვა. რაც  საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებით,  ინოვაციური მიდგომების დანერგვითა და თანამედროვე ტექნოლოგიების გაცნობით არის შესაძლებელი"-განაცხადა სასწავლებლის ხელმძღვანელმა ირაკლი ავალიანმა.

ღონისძიების მიზანი ტურიზმის მიმართულებით გერმანული მოდელის დანერგვაა. გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება პროფესიული განათლების რეფორმის ერთ-ერთი მხარდამჭერია და ხელს უწყობს საქართველოს პროფესიული განათლების რეფორმის სტრატეგიის განხორციელებას.

ავტორი: ნიუპრესი