|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქართული მარში" ხელოვნური მოვლენაა"- ლაშა ბუღაძე

"ქართული მარში"  ხელოვნური მოვლენაა" განაცხადა ლაშა ბუღაძემ ქუთაისში  აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრისას.  ბუღაძე ქუთაისელ სტუდენტებს პროექტის - "მწერლები ევროპული ღირებულებებისათვის" ფარგლებში შეხვდა, რომელიც დისკუსიებს ლიტერატურაზე, საქართველოსა და ევროპის ისტორიულ კავშირზე მოიცავს.

მწერალმა ყურადღება ევროპის შესახებ საზოგადოებაში არსებულ მითებზე გაამახვილა და სხვადასხვა ჯგუფები ევროპის მიმართ მტრის ხატის შექმნაში დაადანაშაულა.

"ქართული მარში" ხელოვნური მოვლენაა. ეს არის გაღვივებული და წაქეზებული შიში, რომელიც აბნევს ადამიანებს. უნერგავს შიშს იმისა, რომ წაართმევენ რელიგიას, ტრადიციას. ევროპა კი განსხვავებულ ღირებულებათა ერთიანობაა,"-განაცხადა ბუღაძემ.

 ლაშა ბუღაძემ სტუდენტებს წიგნი - "დიალოგი ცენზურაზე" წარუდგინა. პროექტი "ევროპის ფონდის" დაფინანსებით ხორციელდება. იდეის ფარგლებშილაშა ბუღაძე, დათო ტურაშვილი და რატი ამაღლობელი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში სტუდენტებსა და ახალგაზრდებს ხვდებიან.

ავტორი: ხატია ბანძელაძე