,ქართული ოცნების" ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზაზა ლომინაძე მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს
,ქართული ოცნების" ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზაზა ლომინაძე მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. ზაზა ლომინაძე ქუთაისის მერობის კანდიდატ იოსებ ხახალეიშვილთან ერთად სხვადასხვა ქუჩის მოსახლეობას შეხვდა და სამომავლო გეგმების შესახებ ესაუბრა.
,,მერობის კანდიდატ იოსებ ხახალეიშვილთან ერთად ავტოქარხნის დასახლებაში რამდენიმე ქუჩაზე ვიმყოფებოდი. „კარდაკარის პრინციპით" ხარებავას, მუსხელიშვილის და მშვიდობის ქუჩის მცხოვრებლებს ჩვენი პროგრამა და ის გეგმები გავაცანით, რომელსაც მომდევნო 4 წლის განმავლობაში ქალაქში განვახორციელებთ. ავტოქარხანაში ამ ეტაპზე ერთდროულად 14-მდე ქუჩის საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს, საფარი იგება ქუჩებზე სადაც ამ დრომდე არ ყოფილა და ადგილობრივ მოსახლეობას გადაადგილების პრობლემა აწუხებდა. გარდა ამისა მიმდინარე წელს ავტოქარხნის დასახლებაში მოეწყო ახალი სკვერი, რამდენიმე მარტივი ტიპის მოედანი. ამ ეტაპზე ხარებავას ქუჩაზე 37-ე სკოლასთან მიმდინარეობს ახალი მოედნის მოწყობა, რაც ვფიქრობ მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ახალგაზრდებსა და ბავშვებში ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას. გარდა ამისა მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოვუწოდეთ გამოიჩინონ მაქსიმალური სამოქალაქო პასუხისმგებლობა და 21 ნოემბერს, არჩევნების მეორე ტურში რეკომენდაციების სრული დაცვით მიიღონ მონაწილეობა."-განაცხადა ზაზა ლომინაძემ.
შეგახსენებთ, 21 ნოემბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება.
ავტორი: ნიუპრესი