|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიამ ეკლესიას 37 ობიექტი გადასცა

ქუთაისის ეპარქიას თვითმმართველობიდან  37 ობიექტი გადაეცა.

„ნიუპრესის“ მიერ გამოთხოვილი საჯარო ინფორმაცისი თანახმად,  2010-2016 წლებში მერიამ სსიპ „საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესიის“ მოთხოვნები დააკმაყოფილა და მას უსასყიდლოდ, რამდენიმე ათეული წლით ქონება გადასცა.  ქონებაში როგორც მიწის ნაკვეთი, ასევე შენობა-ნაგებობა და მწვანე საფარი შედის. ეპარქიას ყველა გადაცემული ფართი ეკლესიის მშენებლობისთვის სჭირდებოდა. ჯამში, 2010-2016 წლებში 29 ეკლესიის აგება იგეგმებოდა.

ყველაზე მეტი ქონება ეკლესიას 2010 წელს გადაეცა - 11 ობიექტი. 2011 წელს - 3,  2012 წელს მერიამ ეკლესიას 9 ობიექტი გადასცა.  9 ობიექტი დათმო მერიამ 2013 წელსაც,  2014 წელს - 5.

რაც შეეხება 2015-2016 წლებს, ამ დროისთვის  მერიას  ეკლესიისთვის  არც ერთი ობიექტი არ გადაუცია. 

ჯამში,  გადაცემული ობიექტების ფართობი,  დაახლოებით 36 837.75 კვ.მ შეადგენს.

რაც შეეხება სხვა რელიგიის წარმომადგენლებისათვის ქონების გადაცემას,  თვითმმართველომბაში განმარტავენ, რომ მათ ანალოგიური მოთხოვნით არ მოუმართავთ,  შესაბამისად, არც ერთ სხვა კონფესიაზე ქონება არ გადაცემულა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი