|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარეს და მოადგილეს სასამართლომ გირაო შეუფარდა

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარესა და მის მოადგილეს 1000-1000 ლარიანი გირაო შეეფარდათ. საინფორმაციო სააგენტო "ქუთაისი თუდეის" მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დავით  დვალს და ბექა ყანჩელს ბრალი არასამთავრობო ორგანიზაცია "საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ცენტრის" დირექტორის სულხან ქობულაძის ცემის გამო წაუყენეს.

შეგახსენებთ, სულხან ქობულაძის ინფორმაციით, 2015 წლის 1 ოქტომბერს დავით დვალმა, ბექა ყანჩელმა და მათმა მძღოლმა ის გაიტაცეს და ცემეს. ფაქტზე გამოძიება მალევე დაიწყო, თუმცა გამოძიების შედეგი 2 წლის შემდეგ გახდა ცნობილი.

"ნიუპრესი" შეეცედა დვალთან დაკავშირებას, თუმცა პრესამსახურის ინფორმაციით, ის შეხვედრაზე იმყოფება და მასთან დაკავშირება არ ხერხდება.

 

ავტორი: ნიუპრესი