ქუთაისის სპორტის სასახლეში თავისუფალ ჭიდაობაში საერთაშორისო ტურნირი იმართება
ქუთაისის სპორტის სასახლეში თავისუფალ ჭიდაობაში მე-13 საერთაშორისო ტურნირი იმართება.
ტურნირი ორ ასაკობრივ კატეგორიაში - 2007-2008 და 2009-2010 წლებში დაბადებულთა შორის ტარდება. ღონისძიება ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება.
ტურნირი საქართველოს დამსახურებული მწვრთნელების ზურაბ დოხტურაშვილის და ზაურ შეყრილაძის ხსოვნას ეძღვნება.
ღონისძიება ქუთაისის მერიის დაფინანსებით იმართება და მასში საქართველოს ქალაქებისა და რაიონების წარმომადგენლებთან ერთად სომხეთის ორი გუნდი იღებს მონაწილეობას.
შეჯიბრს ქუთაისის ვიცე მერი დავით ერემეიშვილი ქუთაისის ა(ა)იპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელი კობა ფხაკაძე, საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი გიორგი იანტბელიძე, ასაკობრივი ნაკრების მწვრთნელები და ფედერაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ავტორი: ნიუპრესი