|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი სტუდენტებს 2019 წლის სექტემბერში მიიღებს"

ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი სტუდენტებს 2019 წლის სექტემბერში მიიღებს, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განათლების მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა.

აღნიშნულის შესახებ მან  „ევროპული საქართველოს“ დეპუტატი გიგი წერეთელის კითხვის პასუხად ისაუბრა.  დეპუტატი  დაინტერესდა, თუ რა ხდება ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროექტთან დაკავშირებით. როგორც მიხეილ ჩხენკელმა განმარტა, მიუნხენის უნივერსიტეტის ჩართულობით ქუთაისში მსოფლიო დონის უნივერსიტეტი მომავალ წელს გაიხსნება.

„ქუთაისის უნივერსიტეტში მუშაობა ინტენსიურად მიმდინარეობს. ჩვენი პროგრამის ხელმძღვანელები იმყოფებიან მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტში, სადაც ხდება უკვე პროგრამების საბოლოო ვარიანტის შეჯერება. გერმანელ პროფესორებთან ერთად. გეგმა ასეთია, რომ 2019 წლის სექტემბერში განხორციელდება სტუდენტების მიღება. ტექნიკური დარგებით დავიწყებთ, თუმცა უნივერსიტეტის პროფილი იქნება უნივერსალური. მიუნხენის უნივერსიტეტის ჩართულობით ქუთაისში მსოფლიო დონის უნივერსიტეტს მივიღებთ,“ - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

გიგი წერეთელის თქმით კი, ერთ წელში ამხელა პროექტის გახსნა და სტუდენტების მიღება რთული იქნება.

„როდესაც მინისტრად დაგამტკიცებენ, ჩვენ ერთად წავიდეთ და დავათვალიეროთ იქაურობა,“ - აღნიშნა გიგი წერეთელმა. 
 
 შეგახსენებთ, ქუთაისთან საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობა დაიწყო, თუმცა ის ფუნდამენტის  სამუშაოებს არ გასცდენია. ბოლოს სამუშოების განახლების ვადად მაისი სახელდებოდა, მაგრამ სამუშაოები ამ დრომდე არ დაწყებულა.   
 
 
 
"ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობა დაიწყო"
 
ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ადმინისტრაცია 1 მილიონ 118 ათასი ლარით ფინანსდება
 
"სექტემბერში დაიწყება უნივერსიტეტის მშენებლობა, რომლის დანახვაც ყველას შეეძლება"- ვახტანგ ცაგარელი
 
"ინტენსიური სამუშაოები მაისში დაიწყება" - "ნაციონალურ მოძრაობას" მერიაში პასუხობენ
 
"განათლების სამინისტრომ ბაყაყებს დაუნიშნა რექტორი"

 

ავტორი: ნიუპრესი