|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში, რუსთაველის ხიდზე სამუშაოები იგეგმება

ქუთაისის მერიამ  რუსთაველის ხიდზე დეკორატიული სვეტებისა და ორნამენტების მოწყობის მიზნით ელექტრონული ტენდერი NAT180017409 განმეორებით  გამოაცხადა. 

 მერიის მიერ წარმოდგენილი პროექტის მიხედვით ხიდზე 4 მოჩუქურთმებული სვეტი განთავსდება, რომელზეც ნათურები დამონტაჟდება. რუსთაველის ხიდის პროექტის ავტორი გივი თოდაძეა.

ხიდზე  დეკორატიული სვეტებისა და ორნამენტების მოწყობის სახელმწიფო შესყიდვის მიზნით ელექტრონული  NAT180012091 ტენდერი მერიამ აგვისტოში გამოაცხადა, მაშინ სამუშაოებისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 86 860 ლარი იყო გათვალისწინებული. ამჯერად მერიამ სამუშაოებისათვის 117 943 ლარი გაითვალისწინა. 

სატენდერო წინადადებების მიღება 21 დეკემბერს იწყება და 26 დეკემბერს დასრულდება. სამუშაოს შესრულების ვადა ხელშეკრულების დადებიდან 90 კალენდარული დღით განისაზღვრა.

 

ავტორი: ირინა მაკარიძე