|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში, სადავო ტერიტორიაზე ახალი ინვესტორი გამოჩნდა

ქუთაისში, სადავო ტერიტორიაზე ახალი ინვესტორი გამოჩნდა. თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე კაფე "ფლამინგოს" რეაბილიტაციისათვის,  რომლის დემონტაჟს ქუთაისის მერია ითხოვს და საქმეს საქალაქო სასამართლო განიხილავს, თურქეთის მოქალაქემ 100 ათასი ლარის ინვესტიცია განახორციელა.

თურქეთის მოქალაქე ოზჯან ბარდაქჯი "ნიუპრესთან" საუბარში აცხადებს, რომ კაფე "ფლამინგოს" ადგილზე ახალი, თანამედროვე კაფე იმუშავებს. მისივე განცხადებით, მას რიგი პრობლემები შეხვდა, თუმცა არ აპირებს უკვე განხორციელებული ინვესტიცია დაკარგოს.

"ვაპირებთ, ახალი, თანამედროვე კაფე მოვაწყოთ და ქალაქს ერთი ლამაზი ადგილი შევმატოთ. რაღაც პრობლემები არის, იმედია, მოვაგვარებთ. აქ დაახლოებით 100 000 ლარის ინვესტიცია მაქვს უკვე ჩადებული და ამ თანხას ასე მარტივად ვერ დავთმობ", -განაცხადა ინვესტორმა, რომელმაც დამატებითი ინფორმაციის გასაჯაროებისგან თავი შეიკავა.

ადგილზე კვების ობიექტის ფუნქციონირებას კატეგორიულად გამორიცხავენ მერიაში. მათი თქმით, "ფლამინგოს" დემონტაჟი და ადგილზე პარკირების მოწყობაა დაგეგმილი. როგორც უკვე ნიუპრესი წერდა, მერიამ ფლამინგოს ხელმძღვანელობას აღნიშნული ტერიტორიის ნაცვლად მინის ნაკვეთი ბუხაიძის ქუჩაზე შესათავაზა. ამასთან აღსანიშნავია, რომ კაფეს თამარ მეფის ქუჩაზე საქმიანობის უფლება 2013 წელს ამოეწურა. 

მიიღო თუ არა "ფლამინგოს" მეპატრონემ კახა მეფარიშვილმა მერიის შეთავაზება ადგილმონაცვლეობაზე, უცნობია. მან მოუცლელობის გამო "ნიუპრესთან" საუბარი ვერ შეძლო. ობიექტის თანამშრომლები კი აცხადებენ, რომ  მეფარიშვილმა ობიექტი დატოვა და ისინი ახალ ინვესტორთან მუშაობენ.

 როგორც მეფარიშვილმა რამდენიმე კვირის წინ განაცხადა, მას ტერიტორიის დატოვებას აიძულებენ, რადგან არ სურს ქალაქის  ცენტრიდან გადასვლა. ის მერიისაგან ვადაგასული ხელშეკრულების გაგრძელებას ითხოვს. იმ შემთხვევაში, თუ მეფარიშვილი შეთავაზებულ ადგილმონაცველობას დათანხმება, მათ შორის სასამართლო დავა შეწყდება. თუმცა ბუხაიძის ქუჩაზე გადასვლის შემთხვევაში მას  ახალი სასამართლო დავა გამარჯვების ოლქის მაჟორიტარ დეპუტატთან ნატო ქათამაძესთან ელოდება. 

 

მსგავსი:

"ქალაქის ხელმძღვანელობა მაიძულებს ადგილის დატოვებას"-"ფლამინგო'" ბუხაიძეზე გადადის

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა