|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში სპორტის სასახლის დაპროექტებაზე „დემარკი“ იმუშავებს

ქუთაისში საერთაშორისო სტანდარტების მრავალფუნქციური სპორტის სასახლის პროექტირებაზე კომპანია „დემარკი“ იმუშავებს, - ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს. 

მათივე ცნობით, აღნიშნულმა კომპანიამ სამინისტროს მიერ გამოცხადებულ არქიტექტურულ კონკურსში გაიმარჯვა. 

როგორც კომპანიის წარმომადგენელი აცხადებს, პროექტირებაზე ამერიკულ კომპანიასთან ერთად იმუშავებს.

მისივე თქმით, პროექტის მიხედვით სპორტის სასახლე მრავალფუნციური იქნება და მისი სცენად ტრანსფორმირება შესაძლებელი იქნება. 

„ჩვენ არ გვინდა რომ ეს შენობა იყოს მხოლოდ სპორტის სასახლე, საჭიროების შემთხვევაში, ერთი ტრიბუნა არის მთლიანად ტრანსფორმირებადი და გარდაიქმნება სცენად, სადაც შესაძლებელია ნებისმიერი კატეგორიის კონცერტის ჩატარება", - ამბობს კომპანიის წარმომადგენელი დიმიტრი მოძმანიშვილი.

 ცნობისთვის, ქუთაისში პარლამენტის ყოფილი შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე 5 000 მაყურებელზე გათვლილი ახალი მრავალფუნქციური სპორტის სასახლის მშენებლობა იგეგმება. 2026 წლის იანვარში ინფრასტრუქტურის სამინისტრო აცხადებდა, რომ სასახლის პროექტირებაზე კომპანია „გენსლერი“ მუშაობდა. 

ავტორი:

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 35.94%
გაუარესდა - 52.34%
არ შეცვლილა - 11.72%
სულ - 128 ხმა