რა დარღვევაზე რამდენი ქულა ჩამოეჭრება მძღოლს?
პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა ქვეყანაში 100-ქულიანი მართვის მოწმობის სისტემის დანერგვას. საკანონმდებლო პაკეტეს, რომელიც პარლამენტში 2015 წლის დეკემბერში შევიდა დღეს მხარი 89 დეპუტატმა დაუჭირა. ცვლილება ძალაში პირველი ივლისიდან შევა, ყოველ მძღოლს მიენიჭება 100 ქულა, ქულები კი მათ ეტაპობრივად, დაგროვილი ჯარიმების შედეგად ჩამოაკლდებათ. კანონს ამოქმედებისთვის პრეზიდენტის ხელმოწერა ესაჭიროება.
სიმთვრალეში მართვა - 30 ქულა
სიმთვრალეში მართვა, ერთი წლის მანძილზე განმეორებით - 40 ქულა
ავტომობილის შეგნებულად იმ პირისთვის გადაცემა, რომელიც ნარკოტიკული თრობის ქვეშაა - 40 ქულა
წინა სავარძელზე მგზავრის მიერ ღვედის გაუკეთებლობა - 5 ქულა
მართვისას მობილურზე საუბარი - 15 ქულა
მოპედით/მოტოციკლით მგზავრობისას ჩაფხუტის გაუკეთებლობა - 5 ქულა
გაუმართავი სამუხრუჭე სისტემის/გაუმართავი საჭის/გაუმართავი მაშუქების მქონე ავტომობილის ტარება - 5 ქულა
ავტომობილის ტარება, რომელიც დასაშვებ ზღვარზე მეტად აბინძურებს გარემოს - 10 ქულა
თვითნებურად გადაკეთებული ავტომობილის ტარება - 10 ქულა
არასწორი ქვეკატეგორიის მართვის მოწმობით ავტომობილის ტარება - 15 ქულა
დაბურული მინების მქონე ავტომობილის ტარება - 5 ქულა
დაბურული მინების მქონე ავტომობილის ტარება განმეორებით, ერთი წლის მანძილზე - 10 ქულა
დაბურული მინების მქონე ავტომობილის ტარება მესამედ, ერთი წლის მანძილზე - 15 ქულა
წესების დარღვევით მოძრაობა, რასაც მოჰყვა, ავტომობილის, ინფრასტრუქტურის ან ადამიანის სხეულის მცირე დაზიანება - 20 ქულა
ავტომობილზე ციმციმა სიგნალის ან/და ხმოვანი სიგნალის ან/და სპეციალური ხმამაღლამოლაპარაკე ხელსაწყოს დაყენება ან/და ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის სატრანსპორტო საშუალებებისათვის განსაზღვრული შეფერილობის გამოყენება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ განსაზღვრული წესის დარღვევით – 15 ქულა
იგივე განმეორებული წლის მანძილზე - 20 ქულა
ესკორტის ავტომობილის შეფერხება - 10 ქულა
საწრაფოს/სამაშველოს/სახანძროს ავტომობილის შეფეხრება - 20 ქულა
იგივე ქმედება, რასაც მოჰყვა ავტომობილის, ინფრასტრუქტურის, ან ადამიანის სხეულის მცირე დაზიანება - 40 ქულა
ავტომობილის გადაცემა არასრულწლოვნისთვის (გარდა იმ პირისა, რომელსაც მინიჭებული აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება) ან იმ პირისათვის, რომელსაც არ აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ან ეს უფლება შეჩერებული აქვს სხვა დარღვევისათვის – 15 ქულა
იგივე ქმედება, რასაც მოჰყვა ავტომობილის, ინფრასტრუქტურის, ან ადამიანის სხეულის მცირე დაზიანება - 25 ქულა
იგივე ქმედება განმეორებული წლის მანძილზე - 30 ქულა
წინასწარი შეცნობით, სანომრე ნიშნის გარეშე მოძრაობა ან სანომრე ნიშნის შეცვლა/გადაკეთება - 10 ქულა
სატრანსპორტო საშუალების მართვა წინასწარი შეცნობით სხვისი ან შენიღბული სახელმწიფო სანომრე ნიშნით - 30 ქულა
საგზაო შემთხვევის მონაწილე მძღოლის მიერ შემთხვევის ადგილის მიტოვება ან საგზაო შემთხვევის მონაწილე სატრანსპორტო საშუალების შემთხვევის ადგილიდან გადაადგილება - 15 ქულა
ავტომობილის გაჩერების შესახებ იმ პოლიციელის მოთხოვნის შეუსრულებლობა, რომელიც უზრუნველყოფს საგზაო მოძრაობის მონაწილეთა უსაფრთხოებას და ზედამხედველობს საგზაო მოძრაობის წესების დაცვას - 20 ქულა
აღნიშნული სამართალდარღვევები, რომლებსაც მოჰყვა საავარიო ვითარების შექმნა ან საგზაო მოძრაობის შეფერხება - 35 ქულა
ავტომობილის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება 15 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით – 10 ქულა
აღნიშნული სამართალდარღვევის ჩადენა იმ პირის მიერ, რომელიც ახორციელებს ადგილობრივ საქალაქო, საქალაქთაშორისო ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით დადგენილ საერთაშორისო რეგულარულ სამგზავრო გადაყვანას - 25 ქულა
სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება 15 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, რომელსაც მოჰყვა საავარიო ვითარების შექმნა ან მოძრაობის შეფერხება - 30 ქულა
აღნიშნული სამართალდარღვევა, რომელსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება - 40 ქულა
ქვეითებთან მიმართებით საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა - 5 ქულა
იგივე ქმედება ჩადენილი ერთი წლის მანძილზე - 10 ქულა
ქვეითებთან მიმართებით მძღოლის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა, რომელსაც მოჰყვა საავარიო ვითარების შექმნა - 20 ქულა
ქვეითებთან მიმართებით საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა, რომელსაც მოჰყვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება - 30 ქულა
მძღოლის მიერ საგზაო ნიშნის ან საგზაო მონიშვნის, ბუქსირების, გარე სანათი ხელსაწყოთი, ხმოვანი სიგნალით ან საავარიო შუქსიგნალიზაციით სარგებლობის, სასწავლო სვლის, საცხოვრებელ ზონაში ან გზაზე მოძრაობის წესების, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის პრიორიტეტის ან/და საჭაპანო ტრანსპორტის მართვის წესების დარღვევა, ან მოტოციკლით ან სხვა სატრანსპორტო საშუალებით ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობა, რაც აფერხებს საგზაო მოძრაობას ან საშიშროებას უქმნის მოძრაობის უსაფრთხოებას - 5 ქულა
სატრანსპორტო საშუალებებით ორგანიზებულად გზის გადაკეტვა ან ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობა ქალაქში ან სხვა დასახლებულ პუნქტში, რა დროსაც სრულად არის დაკავებული გზის სავალი ნაწილი - 10 ქულა
გზის სავალ ნაწილზე სატრანსპორტო საშუალებათა განლაგების, მოძრაობის დაწყების ან/და მანევრირების წესების დარღვევა - 10 ქულა
სატრანსპორტო საშუალებაზე საცნობი ნიშნის დამაგრების წესის დარღვევით მოძრაობა - 5 ქულა
ღერძულა ხაზის გადაკვეთა - 10 ქულა
იგივე ქმედება განმეორებული ერთი წლის მანძილზე - 20 ქულა
ღერძულა ხაზის გადაკვეთა და მოძრაობის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობა - 30 ქულა
აღნიშნული სამართალდარღვევები, რომლებსაც მოჰყვა საავარიო ვითარების შექმნა ან მოძრაობის ისეთი შეფერხება, რომელმაც გამოიწვია საცობის შექმნა - 20 ქულა
საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა, რომლებსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, აგრეთვე სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება - 25 ქულა
საგზაო მოძრაობის მონაწილის (გარდა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მძღოლისა) მიერ კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა ან/და საგზაო მოძრაობის მარეგულირებელი სიგნალისადმი დაუმორჩილებლობა, აგრეთვე საგზაო ნიშნის ან საგზაო მონიშვნის მოთხოვნათა უგულებელყოფა - 10 ქულა
აღნიშნული ქმედების განმეორებით ჩადენა ერთი წლის განმავლობაში - 15 ქულა
გზაზე იმ სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობა, რომლის თითოეულ წამყვან ან არაწამყვან ღერძზე მაქსიმალური დატვირთვა აღემატება 10 ტონას (გარდა ერთწამყვანღერძიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებისა, რომლის წამყვან ღერძზე მაქსიმალური დატვირთვა არ უნდა აღემატებოდეს 11,5 ტონას) ან/და ფაქტობრივი მასა აღემატება 44 ტონას ან/და ფაქტობრივი მასა აღემატება ნებადართულ მაქსიმალურ მასას - 15 ქულა
ისინი ვისაც მომდევნო წლის დადგომამდე მართვის მოწმობის ქულები გაუნულდებათ მართვის მოწმობას დაკარგავენ.
ავტორი: ნიუპრესი