რა ოდენობის ოქრო გადის საქართველოდან ექსპორტზე?
2020 წელს საქართველოდან ექსპორტზე 97.5 მლნ დოლარის ღირებულების 2.7 ტონა დაუმუშავებელი ოქრო გავიდა.
ოფიციალური მონაცემებით, პანდემიურ წელს ოქროს ექსპორტი მნიშვნელოვნად არ გაზრდილა, თუმცა ოქროს რეალიზებით მიღებული შემოსავალი 33.9%-ით 97.5 მლნ დოლარამდე გაიზარდა. (2019 წელის 72.8 მლნ დოლარი).
2020 წელს საქართველომ 2.7 ტონა ოქრო 4 ქვეყანაში გაყიდა, ხოლო 2019 წელს 2.6 ტონა ოქრო - სამ ქვეყანაში.
ყველაზე დიდი რაოდენობის - 2.6 ტონა ოქრო შვეიცარიაში გავიდა. ეს მიმართულება წლების განმავლობაში მთავარ საექსპორტო ბაზრად ჩამოყალიბდა.
2020 წელს დაუმუშავებელი ან ნახევრადდამუშავებული, ან ფხვნილის სახით ოქრო გავიდა:
- შვეიცარიაში - 92.4 მლნ დოლარი
- გერმანიაში - 2.6 მლნ დოლარი
- თურქეთში - 1.2 მლნ დოლარი
- არაბთა გაერთიანებული საამიროებში - 1.2 მლნ დოლარი.
2021 წლის იანვარ-აპრილში საქართველოდან 18.6 მლნ დოლარის ღირებულების 0.5 ტონა ოქრო შვეიცარიაში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, გერმანიასა და თურქეთში გავიდა.
ავტორი: ნიუპრესი