რას პასუხობენ ქუთაისელებს "მაკდონალდსის" წარმომადგენლობაში?
ქუთაისის ცენტრალურ ნაწილში "მაკდონალდსის" მშენებლობის საკითხთან დაკავშირებით "ნიუპრესი" რესტორნის ქსელის ადგილობრივ წარმომადგენლობას "თ. და კ. რესტორნების" მარკეტინგის სამსახურს დაუკავშირდა.
"ევროპის ნებისმიერი ქალაქის ყველაზე ცენტრალურ წერტილში შეხვდებით მაკდონალდსის რესტორნებს, იქნება ეს პარიზი, ლონდონი, მილანი თუ სხვა. და ეს სავსებით ლოგიკურია, რადგან ქალაქს, რომელსაც აქვს პრეტენზია იყოს ტურისტულად საინტერესო და არ ასრულებდეს მხოლოდ გამტარის როლს ტურისტებისთვის, აუცილებლად უნდა შექმნას შესაბამისი პირობებიც, რაშიც, პირველ რიგში, მსოფლიოში უდიდესი რესტორნების ქსელის არსებობა მოიაზრება. "მაკდონალდსის" თითოეული ახალი რესტორნის გახსნა არის დიდი ღირებულების მატარებელი საინვესტიციო პროექტი, მისი საშუალებით ქუთაისში იქმნება ახალი სამუშაო ადგილები, შედის დამატებითი თანხები ბიუჯეტში, რაც წელიწადში საშუალოდ, მილიონ ლარს გულისხმობს და ხმარდება ისევ მის განვითარებას და პროგრესს".
რაც შეეხება სხვა საკითხებს, რომელიც პროექტის დეტალებს, იქ სასტუმროსა და ეკლესიის მშენებლობას, ასევე ადგილობრივების დასაქმების პერსექტივას ეხება, ამის შესახებ კომპანიამ რედაქციის კითხვები უპასუხოდ დატოვა.
შეგახსენებთ, დავით აღმაშენებლის მოედანზე, ყოფილი მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე სწრაფი კვების ობიექტის მშენებლობის დაწყება გუშინ საზოგადოების წარმომადგენლებმა გააპროტესტეს. მათ ყოფილ პრემიერს ბიძინა ივანიშვილს ადგილზე მუზეუმის მშენებლობის თხოვნით მიმართეს, კომპანიისათვის კი სანაცვლო ტერიტორიის გადაცემა მოითხოვეს.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა