სამკერვალო კომპანია "იმერმა" Marks & Spencer -ის ხარისხის სერტთიფიკატი მიიღო
კომპანია ,,იმერი" მესამეა საქარველოში BTMtextile-სა და MGM-ის შემდეგ, რომელსაც Marks & Spencer -ის ხარისხის სერთიფიკატი გააჩნია. როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, ბათუმის BTMtextile-ის უშუალო დახმარება და რეკომენდაციები მნიშვნელოვანი იყო სერთიფიკატის მიღებისათვის.
კომპანია "იმერის" ისტორია 90 წელს ითვლის, თუმცა ბოლო 20 წელია მისი ნაწარმი ევროპის ბაზარზე გამოჩნდა, ხოლო მისი პარტნიორები ცნობილ მსოფლიო დონის ბრენდებს წარმოადგენენ.
იმერის სამარკო ნიშნით შეკერილი ნაწარმი საქართველოში დიდი პოპულარობოთ სარგებლობს და პროდუქციაზე მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება.
საქმიანობის გაფართოების მიზნით, ,,აწარმოე საქართველოში" პროექტის ფარგლებში საწარმოში დიდი ცვლილებები მოხდა: აღდგა და კაპიტალურად გარემონტდა მეორე საამქრო, აღიჭურვა თანამედროვე ტექნიკით, მოწესრიგდა შიდა და გარე ინფრასტრუქტურა. სწორედ ამ პროექტის შედეგად გახდა შესაძლებელი იმერის მიერ Marks & Spencer -ის, ბრიტანეთის წამყვანი ტანსაცმლის მწარმოებლისა და მსოფლიო ბრენდის აუდიტის წარმატებით გავლა და კიდევ ერთი მსხვილი პარტნიორის შეძენა.
ავტორი: ნიუპრესი