|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ევროპაში უვიზო მიმოსვლა 28 მარტიდანაა შესაძლებელი

საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში უკვე გამოქვეყნდა.

ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნებულია რეგულაცია 2017/372 - დადებული ევროპარლამენტსა და ევროკავშირის საბჭოს შორის, რომელიც, თავის მხრივ ცვლის 539/2001 რეგულაციას მესამე ქვეყნების მოქალაქეებისთვის და საქართველოს მოქალაქეები იმ ქვეყნების სიაში გადაჰყავს, რომლებსაც ევროკავშირში სამოგზაუროდ ვიზები არ სჭირდებათ.

საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შემოღებასთან დაკავშირებული რეგულაცია, რომელსაც ხელი 1-ელ მარტს მოეწერა, ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნებიდან 20 დღეში ამოქმედდება, რაც იმას ნიშნავს, რომ 28 მარტიდან საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის/შენგენის ტერიტორიაზე მოკლევადიანი ვიზიტით უვიზოდ გამგზავრებას შეძლებენ.

უვიზო მიმოსვლა საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის 22 წევრ, 4 არაწევრ და შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანაში იქნება შესაძლებელი.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა