|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საკოორდინაციო საბჭო ვაკანსიებს აცხადებს

სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს საკოორდინაციო საბჭო, სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების წევრობის კანდიდატურებზე ვაკანსიებს აცხადებს.  ვაკანსიები არასამთავრობო ორგანიზაციისა და საგანმანათლებლო დაწესებულების კვოტით ცხადდება და არაანაზღაურებადია

 

კონკურსი გამოცხადებულია შემდეგ თანამდებობებზე (ანაზღაურების გარეშე):

  • აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭო - 2 ვაკანსია (არასამთავრობო ორგანიზაციის 1 წარმომადგენელი და უმაღლესი საგანმანათლებლო/ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების 1 წარმომადგენელი);
  • აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭო - 2 ვაკანსია (არასამთავრობო ორგანიზაციის 1 წარმომადგენელი და უმაღლესი საგანმანათლებლო/ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების 1 წარმომადგენელი);
  • აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭო - 2 ვაკანსია (არასამთავრობო ორგანიზაციის 1 წარმომადგენელი და უმაღლესი საგანმანათლებლო/ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების 1 წარმომადგენელი);
  • დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭო - 2 ვაკანსია (არასამთავრობო ორგანიზაციის 1 წარმომადგენელი და უმაღლესი საგანმანათლებლო/ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების 1 წარმომადგენელი);
  • არასრულწლოვანთა საქმეების განმხილველი ადგილობრივი საბჭო - 2 ვაკანსია (არასამთავრობო ორგანიზაციის 1 წარმომადგენელი და უმაღლესი საგანმანათლებლო/ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების 1 წარმომადგენელი);
  • ქალ მსჯავრდებულთა საქმეების განმხილველი ადგილობრივი საბჭო - 2 ვაკანსია (არასამთავრობო ორგანიზაციის 1 წარმომადგენელი და უმაღლესი საგანმანათლებლო/ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების 1 წარმომადგენელი).

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების წევრობის კანდიდატთა შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომლის სადამფუძნებლო დოკუმენტაცია, რეგისტრაციაში გატარების მომენტისთვის, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვას ითვალისწინებს; საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ უმაღლესი საგანმანათლებლო/ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენელს.

 

კონკურსში მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლისთვის საჭიროა საქმიანობის გამოცდილება ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენელს კი, უნდა ჰქონდეს სისხლის სამართლის, კრიმინოლოგიის, ფსიქოლოგიის ან სოციალურ-პოლიტიკური მეცნიერების განხრით მუშაობის გამოცდილება, ხოლო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლის შერჩევისას, უპირატესობა იმ პედაგოგს მიენიჭება, რომელსაც კანონთან კონფლიქტში მყოფ მოზარდებთან მუშაობის გამოცდილება აქვს.

 

არასამთავრობო ორგანიზაციებმა და უმაღლესი/ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებმა სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს წევრობის კანდიდატურები ვაკანსიის გამოცხადებიდან ხუთი სამუშაო დღის ვადაში, სამინისტროს საკოორდინაციო საბჭოში უნდა წარადგინონ. კანდიდატები წარდგენის ვადის ამოწურვიდან ხუთ დღეში შეირჩევა და დასამტკიცებლად სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს წარედგინება

 

საკოორდინაციო საბჭოში შესულ მიმართვას თან უნდა ახლდეს ადგილობრივი საბჭოს წევრობის კანდიდატის რეზიუმე და სამოტივაციო წერილი. აღნიშნული დოკუმენტები და კანდიდატისთვის მნიშვნელოვანი სხვა ინფორმაცია მიიღება ელ.ფოსტაზე: tgelovani@moc.gov.ge 2017 წლის 12 ივლისიდან 19 ივლისის ჩათვლით. საკონტაქტო ტელეფონი (+995 32) 231 27 47 (7424), 1500 (7424). 

 

ავტორი:

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა