|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სერბეთში ქართველი "კანონიერი ქურდი" დააკავეს

 იტალიის ხელისუფლების მოთხოვნით, სერბეთში ქართველი "კანონიერი ქურდი" ლაშა ნიჟარაძე, იგივე "ლაშა წყალტუბსკი" დააკავეს.
ნიჟარაძე 2014 წლიდან იძებნებოდა, მას შემდეგ რაც იტალიამ ქართველ ე.წ. კანონიერი ქურდების დევნა დაიწყო. "ლაშა წყალტუბსკის" ბრალად სხვა კრიმინალებთან ერთად, საერთაშორისო დანაშაულებრივი სინდიკატის შექმნა ედება, რომელიც ევროპის ფარგლებში ქურდობით, რეკეტითა და ფულის გათეთრებით იყო დაკავებული.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა