შრომის სამართლის სფეროში საკანონმდებლო ადვოკატირება დაიწყო
ასოციაციამ „ევროპის დროით“ ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით 2017 წლის აპრილიდან დაიწყო შრომის სამართლის სფეროში.
ადვოკატირების მიზანია კერძო და საჯარო სექტორის თანამშრომლობის ფორმით, ერთი მხრივ, ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტის გაუმჯობესება, მეორე მხრივ, ასოცირების შეთანხმების შესრულების ხელშეწყობა.
საკანონმდებლო წინადადებები განსახილველად წარედგინა: საქართველოს პარლამენტის ყველა კომიტეტისა და ფრაქციის თავმჯდომარეს, ჯანდაცვის სამინისტროს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებას, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციას, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატას.
საკანონმდებლო წინადადებების შინაარსი ეხება „საქართველოს შრომის კოდექსის“ რეგულირებას:
1.ორსული ქალის მიერ სამედიცინო გამოკვლევების ჩატარებისას გაცდენილი საათების საპატიოდ ჩათვლას და ანაზღაურებას.
2.7 დღეში ერთხელ დღეებს შორის უწყვეტი არანაკლებ 24 საათიანი დასვენების დაწესებას და კვირაში შვიდივე დღეს მუშაობის აკრძალვას.
3.24 სამუშაო დღის ანაზღაურებადი შვებულების ნაცვლად 28 კალენდარული დღის ანაზღაურებადი შვებულების დაწესებას.
4.3 თვეზე ნაკლები ვადით დადებული შრომის ხელშეკრულებისას დამსაქმებლის ვალდებულებას წერილობითი კომუნიკაციის ნებისმიერი ფორმით დასაქმებულს აცნობოს შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობების შესახებ.
5. შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობების შეცვლის დასაშვებობას მხოლოდ მხარეთა შორის წერილობითი შეთანხმებით.
ადვოკატირების პროცესი ღიაა ნებისმიერი სამოქალაქო საზოგადოების სუბიექტისთვის, რომელთა მხრიდან ასოციაციის „ევროპის დროით“ საკანონმდებლო წინადადებების მხარდაჭერა იქნება ევროპული სტანდარტების საქართველოში დამკვიდრების მიმართ სოლიდარობისა და ერთიანობის ნიშანი.
ავტორი: ნიუპრესი