|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"სკეიტ პარკს ქუთაისში წელს აუცილებლად გავაკეთებთ"-ქუთაისის მერია

სკეიტ პარკს ქუთაისში წელს აუცილებლად გავაკეთებთ- აცხადებენ ქუთაისის მერიაში. თუმცა, სხვა დეტალები, რა თანხა დაიხარჯება პროექტის განხორციელებისათვის, როდის დაიწყება სამუშაოები, ან როგორი იქნება პროექტი, ამის შესახებ მერიაში  ჯერჯერობით ვერ საუბრობენ. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ადგილი მოსწავლე-ახალგაზედობის პარკშია შერჩეული.  

ახალგაზრდები, რომლებიც უკვე ოთხი წელია, ქალაქში სკეიტპარკის მოწყობას ითხოვენ, ქალაქის მერმა გიორგი ჭიღვარიამ მიიღო. მერი მათ დაპირდა, რომ მოთხოვნას აუცილებლად შესრულებს.

სკეიტ პარკის მოწყობისათვის მზადყოფნას ყოფილი მერი შოთა მურღულია გამოთქვამდა, სწორედ მისი მერობის დროს შეირჩა ადგილი მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში, თუმცა მერი მიუთითებდა, რომ მოედნის მოწყობისათვის სოლიდური თანხაა საჭირო, რაც ქუთაისის ბიუჯეტს არ აქვს. 

ქუთაისის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელის ბექა ყურაშვილის თქმით კი,  საუბარი მილიონებზე არაა: -"თანხის ოდენობა, რა იქნება საჭირო, ჯერ არ ვიცით, თუმცა ქალაქის მერმა დააფიქსირა პოზოცია, რომ სკეიტ პარკი აუცილებლად გაკეთდება და ასეც იქნება. სკეიტ პარკის წელს აუცილებლად მოეწყობა", -განაცხადა ყურაშვილმა.

 

„მზად ვართ, გამოვყოთ ადგილი სკეიტ პარკის მოსაწყობად"

"ქუთაისში "სკეიტ პარკის" მშენებლობას უცხოელი ბიზნესმენი დააფინანსებს"

ქუთაისში სკეიტ პარკი მოეწყობა

ქუთაისში სკეიტ პარკის მოსაწყობად  ადგილი შერჩეულია

ქუთაისში სკეიტ პარკის მოწყობის მოთხოვნით  აქცია გაიმართება

სკეიტ პარკის მოთხოვნით ქუთაისში აქცია გაიმართა

 მერიაში გვითხრეს, „ორმაისობის“ ბიუჯეტი შემცირდა და პროექტს ვერ დავაფინანსებთო" 

 

ავტორი: ირინა მაკარიძე