|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ფრანსუა ოლანდი "მოსკოვში გამართული მოლაპარაკებები ჩვენი ბოლო შანსია უკრაინის კონფლიქტის აღმოსაფხვრელად"

"მოსკოვში გამართული მოლაპარაკებები ჩვენი ბოლო შანსია უკრაინის კონფლიქტის აღმოსაფხვრელად," - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ფრანსუა ოლანდმა, მოსკოვში გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით განაცხადა.  

საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებას "როიტერი" ავრცელებს.  "თუ ჩვენ ვერ მივაღწევთ ვერც კომპრომისს და ვერც სამშვიდობო შეთანხმებას, კარგად ვიცით, შემდეგ რა სცენარიც გველოდება. ამას აქვს თავისი სახელი და ეს არის ომი," - აცხადებს ფრანსუა ოლანდი. 

მისივე თქმით, სწორედ ომის თავიდან ასაცილებად, ის და გერმანიის კანცლერი, შეეცადნენ უკრაინის კონფლიქტის მოლაპარაკებების გზით მოგვარებას. 

ანგელა მერკელმა დღეს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას კომენტარი  გააკეთა.  

"თუმცა, ჩემი აზრით და საფრანგეთის პრეზიდენტის აზრით, მცდელობა ღირს. ეს ჩვენი მოვალეობაა უკრაინის კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ადამიანების წინაშე," - განაცხადა მერკელმა და აღნიშნა, რომ უკრაინის კრიზისის სამხედრო გზით მოგვარება შეუძლებელია, კონფლიქტის დასრულებისთვის  მინსკის შეთანხმების განხორციელებაა საჭირო.  

ავტორი: ნიუპრესი