რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციები ძალაში შევიდა
რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციები ძალაში შევიდა. 9 კომპანიასა და 19 მაღალჩინოსანს ფინანსური და სავიზო შეზღუდვები უკვე შეეხოთ.
საქციები სეპარატისტების ლიდერებსაც დაუწესდათ. შავ სიაში მოხვდა სათათბიროს დეპუტატი იოსებ კობზონი და რუსეთის თავდაცვის მინისტრის სამი მოადგილე.
ამის
შესახებ გადაწყვეტილება გასულ კვირას, ევროკავშირის წევრი ქვეყნების სახელმწიფო მეთაურებმა მიიღეს, თუმცა მინსკში დაგეგმილი მოლაპარაკებებისთვის ხელი რომ შეეშალათ, მათი ამოქმედება დღეისთვის გადადეს.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 77.78%
არა - 22.22%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა