|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ეგვიპტემ ისლამისტებს ავიადარტყმებით უპასუხა

გუშინ ინტერნეტში, ისლამისტების მიერ გავრცელებული ვიდეოს საპასუხოდ, სადაც ლიბიაში 21 ეგვიპტელი ქრისტიანის თავის მოკვეთის კადრებია, დღეს დილით ეგვიპტის ავიაციამ ლიბიის ქალაქ დერნაში ისლამისტების პოზიციებზე ავიადარტყმები განახორციელა. ავიადარტყმებამდე ცოტა ხნით ადრე ეგვიპტის პრეზიდენტმა აბდელ ფატახ ას-სისიმ, საკუთარი ხალხისადმი ტელემიმართვაში განაცხადა, რომ ეგვიპტე იტოვებს უფლებას, რომ საკუთარი მოაქალაქეების მკვლელობა უპასუხოდ არ დატოვოს.
ამასთანავე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ისლამისტებზე ავიაიერიში ლიბიის ავიაციამაც მიიტანა. ლიბიის ავიაციიის სარდალმა, საჰერ ალ-ჯორუშიმ, პრესასთან საუბრისას განაცხადა, რომ ლიბიის აღმოსავლეთით, მათ ეგვიპტური და მათი ავიაციის დარტყმები ისლემისტების პოზიციებზე, იყო შეთანხმებული და კოორდინირებული ორ სახელმწიფიოს შორის.


ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა